ანონსები
22 მაისს, YOCOCU (Youth in Conservation in Cultural Heritage) მიწვევით საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია გაემგზავრება იტალიის ქალაქ მატერაში, მეხუთე მსოფლიო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონგრესზე“.
ღონისძიება მიზნად ისახავს არქეოლოგიური, არქიტექტურული, ისტორიული, სახელოვნებათმცოდენო და სხვ. სახის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციას, ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის თანამედროვე გამოცდილებას და მის გაზიარებას პარტნიორ ორგანიზაციებს შორის.
შეგახსენებთ, რომ YOCOCU მომდევნო მსოფლიო კონგრესს 2020 წელს საქართველო მასპინძლობს.